ბრაზილიელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა რონალდინიომ ვარჯიში განაახლა და ახალი ჩემპიონატისთვის მექსიკის “კერეტაროს” შემადგენლობაში ემზადება.
34 წლის ფეხბურთელს წინასასეზონო პერიოდში თითქმის ერთი თვე გაუცდა, რისი მიზეზიც თავად იყო, მაგრამ ახლა გონს მოეგო, გუნდში გამოცხადდა და ვარჯიში განაახლა. Mediotiempo-ს ცნობით, ის უკვე ესაუბრა თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს, ვარჯიშების გაცდენის მიზეზები ახსნა და ბოდიში მოიხადა.
“კერეტაროს” ადმინისტრაციული პრეზიდენტის არტურო ვილიანუევოს სიტყვებით, გუნდი მის დაბრუნებას მიესალმა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, რონალდინიოს მოედანზე დაბრუნების ვადებზე საუნარი ჯერ ნაადრევია: ვეტერანი ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრემით, პირად მწვრთნელთან ერთად ეცდება დაკარგულის ანაზღაურებას.
ტორნეო კლაუსურას ჩემპიონატი ამ პარასკევს აიღებს სტარტს. “კერეტარო” პირველ მატჩს კვირას, დედაქალაქურ “პუმასთან” სტუმრად გამართავს.