ფეხბურთი

15:14 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

8 წლის მათიას გინტერი და 25 წლის ლევან კობიაშვილი

გერმანიის ნაკრების მცველმა, მსოფლიოს ჩემპიონმა მათიას გინტერმა თავის Facebook-ის გვერდზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და საინტერესოა ერთი ფოტო, რომელშიც ის 8 წლისაა და ლევან კობიაშვილთან ერთად დგას.

ეს ის პერიოდია, როცა "კობი" "ფრაიბურგის" 10 ნომერი და ლიდერი გახლდათ, ხოლო გინტერი "ფრაიბურგის" ბავშვთა აკადემიაში დადიოდა. რა თქმა უნდა, ლევანი იმ დროს ბევრი ადგილობრივი ბავშვის კერპი გახლდათ.

რა იცოდა კობიაშვილმა, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან იღებდა ფოტოს... მართალია, ერთი წუთითაც არ უთამაშია მუნდიალზე, მაგრამ ჩემპიონი ჩემპიონია. გინტერი ამჟამად 20 წლისაა, ხოლო კობიაშვილი – 37-ის.

გინტერმა "ფრაიბურგში" დაიწყო თამაში, ამ კლუბიდან მოხვდა იოაჰიმ ლიოვის ნაკრებში და ამ ზაფხულს კარიერის ახალ ეტაპი დაიწყო: "დორტმუნდში" გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489