ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 3 ადგილი დაკარგა და 499 ქულით 128-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ანა წლეულს კორტზე გასვლას აღარ აპირებს, ამდენად, მოწინავე ასეულში დასაბრუნებლად ახალი სეზონიდან იბრძოლებს.
სულ, განახლებულ კლასიფიკაციაში 8 ქართველი ჩოგბურთელია: 128 (125). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 223 (224). სოფო შაფათავა – 262; 299 (281). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 465 (464). მაკა ჩახნაშვილი – 74; 493 (523). ეკატერინე გორგოძე – 67; 722 (727). სოფო ქვაცაბაია – 28; 1196 (1195). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1204 (1203). მარიამ ბოლქვაძე – 3;
მიმდინარე კვირაში სოფო შაფათავა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და 25-ათასიან ტურნირში მე-5 განთესვით ჩაებმება. ქართველის პირველი მეტოქე რუსი მარგარიტა ლაზარევა იქნება. წყვილებში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა იმავე ლაზარევას და სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერის 10-ათასიან ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოსინჯავს ძალებს მარიამ ბოლქვაძე, ხოლო ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია და ანა ქადაგიძე ითამაშებენ. ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
fanatic
პირველ კვირას 3 ტურნირია და მეორე კვირას კი 2 და დავიჯერო, არც ერთში არ გამოვა? ალბათ უფრო ბრისბენში ითამაშებს და მერე სიდნეიში
levani82
ხო მარა, პარალელურად იქნება ეს ტურნირები ანუ მაქს. 2 ტურნირში მიიღებს მონაწლეობას ავსტრალიამდე
fanatic
ავსტრალიამდე 5 ვტა-ს ტურნირია
მე უცხოელებს არც ერთ სპორტში არ ვბალეშიკობ. ამიტომ ფეხბურთის ყურებასაც შევეშვი. მარტო ჩემოიონთა ლიგის ან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გადამწყვეტ თამაშებს თუ ვუყურებ. ეხლაც ნადალ–ჯოკოვიჩის მაგივრად ჩვენს მოჭადრაკეებს ვბალეშიკობდი.
არც მე, სხვა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისთვის ცხოვრებაში არ მიბალეშიკია
ასე თუ გააგრძელა და ტურნირებში წარმატებულად თუ არ გამოვა ავსტრალიაზე ძირითად ბადეში მოხვედრა გაუჭირდება
წესით ვეგარ მოხვდება არა? წელს დაამთავრა სეზონი. ავსტრალია იანვარშია, იქამდე ავსტრალიაშივეა რამოდენიმე ტურნირი,სადაც კვალიფიკაციიდან ჩაერთვება უეჭველი და ფიზიკურად ვეღარ დააგროვებს ქულებს, ავსტრალიის ძირითადში რო იყოს (
ავსტრალიაზე ძირითადში ხვდება ანა?
უნდა მოუმატოო
ტატი როდის შეხვალ 30შიი
სამწუხაროდ ვერასდროს