ძიუდო

19:21 | 3.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

8-მედლიანი თბილისობა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია ტურნირი 8 მედლით დაასრულა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ მოპოვებულ სამ ბრინჯაოს დღეს თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო მიამატა.
ყველაზე შედეგიანად ქართველთაგან მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა იჭიდავა, რომელმაც 4 შეხვედრა მოიგო და ტურნირის ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამში მოჭიდავე ლაშა გურულს ჩემპიონობამდე ფინალური ბრძოლის მოგებაღა დააკლდა. ლაშა ტაველურმა (90 კგ), დავით ლორიაშვილმა (100 კგ) და გიორგი ზაქარიაძემ (+100 კგ) კი მე-3 ადგილი დაიკავეს.

ძიუდო
ევროპის ღია ტურნირი
თბილისი
3 თებერვალი

81 კგ

1 ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
2 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
3 მამადალი მაჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 ასაფ ჩენი (ისრაელი)

90 კგ
1 შეხმად მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
2 შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)
3 ლაშა ტაველური (საქართველო)
3 სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა)

100 კგ
1 ორ სასონი (ისრაელი)
2 ლაშა გურული (საქართველო)
3 დავით ლორიაშვილი (საქართველო)

3 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)

+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)
3 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)
3 რიუ შიჩინოე (იაპონია)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097425