ესპანეთი

20:35 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სანტუშს

საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში, FIFA-მ, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატზე, კოსტა რიკასთან გამართულ მატჩში პორტუგალიელის ქმედებაა.

კოსტა რიკელთა მიერ მოგებული თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყებამდე, სანტუში არბიტრთან კამათის გამო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით, FIFA-მ ეპიზოდზე იმსჯელა და პორტუგალიელს 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სასჯელი მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც სანტუში რომელიმე ნაკრებს ჩაიბარებს.

0.116464