ფეხბურთი

5:27 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდულ დერბიში “ატლეტიკომ” იმარჯვა

გუშინ ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის მატჩები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს რასაკვირველია “ვისენტე კალდერონზე” გამართული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს დაუპირისპირდა.

მადრიდული დერბი ყოველთვის გამორჩეული შეხვედრაა, თუმცა “ატლეტიკოს” ქომაგთათვის ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკოს” მაისური ფერნანდო ტორესმა მოირგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მშობლიურ კლუბში და “რეალის” წინააღმდეგ პირველად გაისარჯა. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა, თუმცა შეხვედრამ მაინც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. პირველი ნახევარი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, იყო ბრძოლები, ხისტი თამაში, თუმცა მომენტები ცოტა იქმნებოდა. მასპინძელთაგან ყველაზე რეალური შანსი ანტუან გრიზმანს ჰქონდა, ხოლო სტუმართაგან სერხიო რამოსს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი გარეტ ბეილს შეექმნა, მაგრამ უელსელმა ოდნავ ააცილა. 57-ე წუთზე კი, რაულ გარსიას წაქცევის გამო სერხიო რამოსმა პენალტი აიკიდა, რომელიც დაზარებულმა შეასრულა უნაკლოდ და ანგარიში გახსნა. სტუმრები უმალ შეეცადნენ გათანაბრებას და ანჩელოტიმ მოედანზე კრიშტიანო რონალდუ შეუშვა, რომელსაც “კოპა დელ რეიზე” ასვენებდა. თავის მხრივ შეცვლები სიმეონემაც გააკეთა და კოკე, თურანი და მანძუკიჩი ჩართო თამაშში. “ბლანკოსს” მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, რადგან დიეგო სიმეონეს ტაქტიკა მშვენივრად მუშაობდა და მასპინძლები ძალიან მჭიდროდ და ყურადღებით ეთამაშებოდნენ მეტოქეს. 76-ე წუთზე გაბის კუთხურს ხოსე ხიმენესის შესანიშნავი თავური მოჰყვა და “ატლეტიკომ” უპირატესობა გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე საქმე და განმეორებითი შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 2:0. 22 მატჩიანი მოგებათა სერიის შემდგომ, “რეალმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო.

“ვალენსიამ” შინ “ესპანიოლი” მიიღო და გაჭირვებით დაამარცხა. ნუნუ ესპირიტო სანტომ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, რის გამოც “მესტალიაზე” შეკრებილ პუბლიკას გვარიანად მოუწია ნერვიულობა. “ლოს ჩემ” პირველი ნახევარი ხოსე ლუის გაიას შესანიშნავი გოლით მოიგო. მე-60 წუთზე კრისტიან სტუანიმ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 86-ე წუთზე ალვარო ნეგრედომ ზუსტად შეასრულა პენალტი და თავის გუნდს მოაგებინა – 2:1.

“ვილიარეალმა” დენის ჩერიშევის გოლით შინ დაამარცხა “სოსიედადი”, ხოლო “ალმერია” საკუთარ მოედანზე “ხეტაფეს” დაუზავდა.

ვილიარეალი – სოსიედადი 1:0 (0:0)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, პაულისტა, გასპარი, ხ.კოსტა, პინა, ჯონათან დოს სანტოსი (ბ.სორიანო 63), მ.გომესი, რუკავინა (ჩერიშევი 63), გ.მორენო, ჯოვანი დოს სანტოსი (ვიეტო 73).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ბერჩიჩი, კ.მარტინესი, გრანერო, ბერგარა (ელუსტონდო 81), პარდო, პრიეტო, ჰერვასი (კანალესი 60), ფინბოგასონი (აგირეჩე 60).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: ჩერიშევი 71.
გაფრთხილებები: ხ.კოსტა – ბერჩიჩი, კანალესი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17(7)-3(0), კუთხური: 10-2, სეივი: 0-6

ატლეტიკო – რეალი 2:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-2-3-1):
ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, ლუკასი, გამესი, გაბი, მ.სუარესი, საული, რ.გარსია, საული (თურანი 67), გრიზმანი (მანძუკიჩი 75), ტორესი (კოკე 59).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანე, რამოსი, არბელოა (კარვახალი 83), მარსელო, ხედირა, კროოსი, ისკო, ხამეს როდრიგესი (რონალდუ 63), ბეილი, ბენზემა (ხესე 75).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 რ.გარსია (58 პენ.), 2:0 ხ.ხიმენესი (76).
გაფრთხილებები: გამესი, გრიზმანი, გაბი, რ.გარსია, გოდინი, მანძუკიჩი – მარსელო, ხედირა, რამოსი, კარვახალი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 9(2)-10(3), ჯარიმა: 23-12, კუთხური: 3-8, თამაშგარე: 4-4, სეივი: 3-0

ვალენსია – ესპანიოლი 2:1 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1):
იოელი, ვეზო, ოტამენდი, ორბანი, კანსელო (ბარაგანი 65), ფუეგო, პარეხო (გომეში 70), დე პაული, ხილი (ალკასერი 65), გაია, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ესპანიოლი (4-4-2): პაუ, ჰ.მორენო, ალვარო, ხ.ლოპესი, დუარტე, ვ.ალვარესი (მატიონი 73), ა.გონსალესი, ლუკასი, კანიასი, სტუანი, ს.გარსია.
მწვრთელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 1:0 გაია (10), 1:1 სტუანი (60), 2:1 ნეგრედო (86 პენ.).
გაფრთხილებები: ვეზო – ა.გონსალესი, ალვარო, ს.გარსია
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 6(4)-5(2), კუთხური: 2-5, სეივი: 1-2

ალმერია – ხეტაფე 1:1 (0:1)

ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ანტონიო, მ.დოს სანტოსი, მიჩელი, მანე (ფ.სორიანო 70), აზეზი, ვერზა, დუბარბიერი, ველიგტონ სილვა, დანგდა, კიკე (რომერა 24).
მწვრთნელი: იგნასიო მარტინესი

ხეტაფე (4-1-4-1): კოდინა, ნალდო, ველაზკესი, აროიო, ლაგო, ხ.როდრიგესი, დ.კასტრო (ასტრე 71), სარაბია (სამირი 60), ჰინესტროზა (ბუენდია 66), ლეონი, ვაზკესი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1 ვერზა (22 ს.კ), 1:1 ვერზა (58პენ.).
გაფრთხილებები: ანტონიო, ველიგტონ სილვა – ჰინესტროზა, ლაგო, დ.კასტრო, ნალდო
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7(3)-10(2), კუთხური: 4-2, სეივი: 1-2

0.148601