მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც პეპ გვარდიოლას განცხადებით, ეს ის “ბაიერნი” არაა, რომლის ხილვაც მას უნდა. კატალონიელი სპეციალისტის თქმით, გასულ სეზონთან შედარებით გუნდი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ეს მაქსიმუმი მაინც არაა.
“შედეგების მიხედვით წელს უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე შარშან ამ ეტაპზე, ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ ეს არაა ის “ბაიერნი”, რომლის ხილვაც მსურს”, - განუცხადა გვარდიოლამ კლუბის ოფიციალურ საიტს.
მიმდინარე სეზონში “ბაიერნი” ბუნდესლიგას 11 ტურის შემდეგ 27 ქულით ლიდერობს და მდევარ “ვოლფსბურგს” 4 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი მიუნხენელებმა ჯგუფში გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პლეი ოფის საგზური უკვე დაიბევეს.