კალათბურთი

1:24 | 8.01.2015 | ნანახია 1603 - ჯერ

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” საფრანგეთს ესტუმრა და “სტრასბურგთან” 61:72 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი რუსული კლუბის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 18:20 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.

ვიქტორმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.

ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, ვიქტორის სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 15-ს უწია, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“უნიკსი” ევროთასის G ჯგუფში მორიგ მატჩს შინაურ კედლებში 14 იანვარს ჩაატარებს, მეტოქედ კი ჩეხური “ნიმბურკი” ეყოლება, რომელმაც პირველ ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” 72:84 წააგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:45 | 08.01.2015
braziliano84 (1301)

მეტი დრო უნდა დაუთმონ ვიკტორას და უკეთეს სტატისტიკასაც დადებს...

01:59 | 08.01.2015
deme116 (1520)

მიდი ვიკა ასე გააგრძელე ევროპას უნდა სავუგდოთ...პატარა შევაშფოთოთ რა

0.15433