ფეხბურთი

0:45 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრამარიჩი “ლესტერში” ჩაირიცხა

ხორვატი თავდამსხმელი ანდრეი კრამარიჩი, რომელსაც ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოოდ, პრემიერლიგისვე ბინადარ “ლესტერში” აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა “რიეკას” 7 მილიონი გირვანქა გადაუხადა, კიდევ 2.3 მილიონი კი, შესაძლოა, ხორვატულ კლუბს ბონუსების სახით ერგოს.

ამას გარდა, კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმადაც, პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, 23 წლის ფეხბურთელს “ლესტერის” დატოვება შეეძლება.

0.113966