“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი “ლოს ანჟელეს გელექსის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. აღნიშნულის შესახებ ცნობა ამერიკული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, კალიფორნიელებმა 34 წლის ვეტერანთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ის ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება, როდესაც “ლივერპულთან” ხელშეკრულების ვადა ამოეწურება.
შეგახსენებთ, რომ “ლოს ანჟელეს გელექსი” აშშ-ს მოქმედი ჩემპიონის ტიტულს ატარებს.