ჩოგბურთი

21:01 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩორიჩი: “როცა კარგად ვთამაშობ, ჯოკოვიჩს ვგავარ, როცა ცუდად – მარეის”

მსოფლიო რეიტინგის 95-ე ნომერმა, 18 წლის ხორვატმა ბორნა ჩორიჩმა Tennis.com-თან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“არასოდეს მიფიქრია, რომ ოცეულში უნდა შევიდე. ჩემი მიზანია პირველი ნომერი გავხდე. ვფიქრობ, ჩემი თაობის საუკეთესო მოთამაშე ვარ. რამდენიმე თვეში რეალისტურად ვხედავ ჩემს თავს 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის. ვფიქრობ, ჩემი თამაში ჯოკოვიჩის მსგავია. კორტზე კარგად ვმოძრაობ, ვიბრძვი. ბექჰენდი ჩემი საუკეთესო დარტყმაა. როცა საუკეთესოდ ვთამაშობ, მაშინ ჯოკოვიჩს ვგავარ, ხოლო როცა ცუდად ვთამაშობ - ენდი მარეის.”- განაცხადა ახალგაზრდა ბორნა ჩორიჩმა

2014 წლის 24 ოქტომბერს ბაზელში ჩორიჩმა რაფაელ ნადალი 6:2, 7:6 დაამარცხა, რის შემდგომაც ხორვატი მსოფლიო საჩოგბურთო სამყარომ გაიცნო.

0.132763