გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტივენ ჯერარდი სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერას “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს. ამერიკის მეიჯორ ლიგის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ ინგლისელი ფეხბურთელის შესახებ “ლოს ანჯელეს თაიმსთან” ისაუბრა.
“სტივენ ჯერარდი ჩვენს კლუბში ივლისიდან ითამაშებს. იმ დროისთვის ჩვენ გვექნება გუნდის ფორმირების ხელსაყრელი გეგმა.” – განაცხადა ამერიკელმა.
“ჯერარდი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც აქვს უნარი წვლილი შეიტანოს კლუბის ისტორიის გაუმჯობესებაში. “გალაქსი” ეტაპობრივად ქმნის შემტევი ტიპის გუნდს, რომელიც ითამაშებს მაღალი ხარისხის ფეხბურთს და სტივენი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე” – აღნიშნა ბრიუს არენამ.
სტივენ ჯერარდი 1987 წლიდან “ლივერპულის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, ხოლო ძირითადი გუნდის წევრი 1998 წელს გახდა. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2005 წლის მაისში მოხდა, როცა “ლივერპულმა” თერთმეტემეტრიანების სერიაში დაამარცხა “მილანი” და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.