“მანჩესტერ სიტის” ბანაკიდან კარგი ამბები გამოდის. ინგლისური პრესის ცნობით, “ქალაქელებს” სერხიო აგუერო, ვენსან კომპანი და ედინ ჯეკო უბრუნდებიან.
აგუეროს 6 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბოლო ინფორმაციით, ის მოედანს 17 იანვარს, “არსენალთან” გამართულ შეხვედრაში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ არგენტინელის მკურნალობამ მოსალოდნელზე კარგად ჩაიარა და ის სათამაშოდ უკვე მზადაა.
ვენსან კომპანის, ისევე, როგორც ედინ ჯეკოს, დეკემბრის შუა რიცხვებიდან არ უთამაშია. The Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი გამოჯანმრთელდა და ისინი, აგუეროს მსგავსად, მოედანზე გასასვლელად მზად არიან.
“მანჩესტერ სიტი” მომდევნო თამაშს 10 იანვარს, “ევერტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ივარაუდება, რომ აგუერო, კომპანი და ჯეკო ამ მატჩის განაცხადში მოხვდებიან.