როგორც “მუნდო დეპორტივო” იუწყება, დიდი შანსია, “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი გახდეს. ინგლისურმა გრანდმა კატალონიელთან მოლაპარაკება წამოიწყო, ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი ინიციატორი კი “მანჩესტერის” მეკარეების მწვრთნელი ფრანს ჰოეკია.
“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, შეთანხმების შემთხვევაში ვალდესი მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება “მანჩესტერში”, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კონტრაქტის გახანგრძლივება ორივე მხარის ინტერესში შედის.
შეგახსენებთ ვიქტორი რამდენიმე კვირაა, რაც უკვე ვარჯიშობს ვან გაალის გუნდში. ფორმის აღდგენის პროცესი ითვალისწინებდა როგორც ძირითად გუნდთან, ასევე სარეზერვო გუნდთან ვარჯიშს.
პროფესიულ დონეზე ვალდესს მხოლოდ “ბარსელონში” უთამაშია. კატალონიურ გრანდში სადებიუტო, 2002-03 წლების სეზონისას მისი მწვრთნელი “მანჩესტერის” ამჟამინდელი მენეჯერი, ლუის ვან გაალი იყო.