ფეხბურთი

15:50 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონი “სიტიში” გადასვლასთან ახლოა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და უელსური “სუონსის” თავდამსხმელი ვილფრიდ ბონი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ სიტის” რიგებში აღმოჩნდეს.

“ქალაქელებმა” უელსელებთან მოლაპარაკება უკვე დაადასტურეს. ინგლისის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი “სუონსის” 25 მილიონ გირვანქას სთავაზობს და ბონუსების სახით დამატებით 5 მილიონსაც გადაუხდის. აფრიკელი ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 120 000 გირვანქა იქნება. ამჟამად ფეხბურთელი უელსურ კლუბში კვირაში 60 000 გირვანქას გამოიმუშავებს.

ბონიმ აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში უნდა ითამაშოს და კოტდივუარის ნაკრებთან ერთად შეკრებას გადის. ფეხბურთელი “სიტის” აგენტის მეშვეობით ეთათბირება და დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ქალაქელთა” რიგებს შეუერთდება კიდეც.

კოტდივუარელმა 2014 წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი 18 გოლი გაიტანა და უკან ჩამოიტოვა სერხიო აგუერო (16 გოლი), ედინ ჯეკო (14), იაია ტურე (14), დანიელ სტარიჯი (13), უეინ რუნი (13).

2014-15 სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის 20-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბონი “სუონსიში” ჰოლანდიური “ვიტესიდან” გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114499