ფეხბურთი

15:43 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„აპოელი“ ქეცბაიას იწვევს

თემურ ქეცბაია ნიქოზიის "აპოელის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პირველი კანდიდატია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

"აპოელი" უთავკაცოდ მას მერე დარჩა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ გეორგიოს დონისი დაითხოვა. კლუბის მეპატრონეებს სურთ, რომ გუნდი ქეცბაიამ გაწვრთნას, მაგრამ როგორც ჩანს ქართველ სპეციალისტს სეზონის შუაში რომელიმე კლუბში მუშაობის დაწყება არ უნდა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას ყოფილმა თანაშემწემ სოსო ჭედიამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ თემურს მაისამდე დასვენება უნდა.

თუ ქეცბაიამ “აპოელი” არ ჩაიბარა, მაშინ, დიდი ალბათობით გუნდს გაწვრთნის ნიკოს დაბიძასი, რომელსაც ქართველთან ერთად “ნიუკასლში” უთამაშია და მისი ახლო მეგობარია.

0.111538