ჩოგბურთი

14:47 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცონგა ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო რეიტინგის 12-ე ნომერ ფრანგ ჯო-ვილფრიდ ცონგას შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობა გამოეტოვებინა. დღეს საფრანგეთის პირველმა ჩოგბურთელმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა ინფორმაცია და ტრავმირებული მაჯის სურათიც დადო.

“დიდი იმედგაცრუებაა ავსტრალიის ღია პირველობაზე რომ ვერ ვითამაშებ მაჯის ტრავმის გამო. 100 პროცენტით მზად არ ვარ. მკურნალობა მჭირდება და იმედია, მალე დავუბუნდები საუკეთესო კონდიციებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.”- განაცხადა ცონგამ.

ავსტრალიის ღია პირველობას “დიდი სლემის” ბოლო ტურნირის გამარჯვებული, ხორვატი მარინ ჩილიჩიც გამოაკლდება იდაყვის ტრავმის გამო. ტურნირი 19 იანვარს იწყება მელბურნში.

0.126504