ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა რაფაელმა ყვრიმალის ოპერაცია გაიკეთა. ინფორმაცია ქირურგიული ჩარევის შემდეგ თავად ფეხბურთელმა გაავრცელა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” მეშვეობით.
“ოპერაციამ” წარმატებულად ჩაიარა და ვარჯიშს პარასკევს, დამცავი ნიღბით განვაახლებ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.” – განაცხადა ბრაზილიელმა.
22 წლის მცველმა ყვრიმალის ძვალი “იოვილის” წინააღმდეგ ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩში გაიტეხა და 46-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ხუან მატა შევიდა. რაფაელი გარკვეული პერიოდი დამცავი ნიღბით ივარჯიშებს.
ჯერჯერობით უცნობია, ათამაშებს თუ არა ლუის ვან გაალი ბრაზილიელს “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში. მიმდინარე სეზონში რაფაელმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.