ჩოგბურთი

13:33 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა და ტაივანელი ჩინ-ვეი ჩანი შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის და რუს ვერა ზვონარევას გაეჯიბრნენ და 2:6, 6:3, 6:10 წააგეს.

ოქსანამ ჩინურ ტურნირზე 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.137189