ბერძნული “ოლიმპიაკოსი”, რომლის ხელმძღვანელობამაც კლუბში არსებული კონფლიქტის გამო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი სპეციალისტი მიჩელი დაითხოვა, შემცვლელს დაჩქარებული ტემპებით ეძებს.
A Bola-ს ცნობით, რომელიც ბერძნულ საინფორმაციო საშუალებებს ეყრდნობა, “ოლიმპიაკოსის” ახალი თავკაცი პორტუგალიური “პორტუს” ყოფილი დამრიგებელი ვიტორ პერეირა გახდება.
46 წლის სპეციალისტი ბოლოს საუდის არაბეთში, “ალ-აჰლის” ავარჯიშებდა.