ჩოგბურთი

21:29 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ ბერდიხს 2 გეიმი დაუთმო

ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის მონაწილენიც ჩაებნენ. შეჯიბრებაზე მესამე ნომრად განთესილმა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (6) შანსი არ დაუტოვა - 6:1, 6:1 და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შვეიცარულ-ჩეხურმა დაპირისპირებამ მოსალოდნელზე ნაკლებ დროს, 58 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ვავრინკამ 5-5 ბრეიკი და ეისი შეასრულა, ბერდიხთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 10:5 გახდა მის სასარგებლოდ.

0.124851