ფეხბურთი

3:31 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

7 წუთის დაგვიანებით

 

პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩები ცოტა უჩვეულო დროს დაიწყო. რატომ 3:07 (ადგილობრივი დროით)? ეს 7 წუთი რაღა შუაშია? საქმე ის არის, რომ 15 აპრილს 25 წელიწადი სრულდება იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც “ჰილსბოროს” სტადიონზე მოხდა და ჭყლეტვამ 96 ლივერპულელი ქომაგის სიცოცხლე შეიწირა. მიიჩნევენ, რომ ის უბედურება ზუსტად 7 წუთს გრძელდებოდა, ამიტომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა ამ უქმეებზე პრემიერლიგის, ჩემპიონშიფისა და ქვეყნის თასის მატჩები სიმბოლურად, 7 წუთის დაგვიანებით დაიწყოს. ასე იქნება კვირასაც, 

“ლივერპულ” – “მანჩესტერ სიტის” მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 37 წუთზე, “სუონსი” –“ჩელსის” დაპირისპირება კი 19:07-ზე დაიწყება.

მაგრამ დავუბრუნდეთ შაბათის შეხვედრებს. მთავარი მაინც ალბათ “ვესტ ბრომისა” და “ტოტენჰემის” მატჩი იყო, რომელშიც ლოდონელები უკვე დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ 0:3 აგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს გათანაბრება. პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა “ვესტ ბრომმა” ფანტასტიკური დასაწყისი შემოგვთავაზა, უკვე მე-4 წუთზე მასპინძლები ვიდრასა და ბრანტის გოლებით 2:0 იგებდნენ. ისინი ტერიტორიულ უპირატესობასაც ინარჩუნებდნენ და მეტსაც უტევდნენ. თუმცა მე-16 წუთზე მოხდა ერთი ეპიზოდი, რომელსაც შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ვითარებაზე, მაგრამ სტუმარმა ადებაიორმა უხეიროდ შეასრულა 11 მეტრიანი. მალე მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს და თითქოს სენსაციის სუნიც დგებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში მინდორზე ერთი გუნდი დარჩა – “ტოტენჰემი.” “ვესტ ბრომს” ახასიათებს ხოლმე უცნაურობები, როცა დიდი უპირატესობა შეუძლია უცებ გაფლანგოს (გავიხსენოთ თუნდაც “კარდიფთან” 3:3). ამჯერადაც ასე მოხდა. “ტოტენჰემმა” კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ კეინმა დააგვირგვინა ლენონის ფლანგზე მოწყობილი წარმოდგენა, ბოლოს კი ჩინებული დარტყმა გამოუვიდა ერიკსენს.

ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო “ევერტონმა” და მე-4 პოზიციაზე გამაგრდა. ობერტო მარტინესმა ძალიან სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა და სულაც არ არის გასაკვირი, თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებენ. თუმცა, მერსისაიდელებმა ბევრი იწვალეს და გატანა ბოლოსკენღა მოახერხეს. გოლი საკუთარ კარში დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, თავის დროზე ჩემპიონთა ლიგის მომგებმა უეს ბრაუნმა შეაგდო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა შეუტიეს, მომენტებიც შექმნეს, მგრამ სტუმრებმა უკან დაიხიეს, საიმედოდ ჩაკეტეს საჯარიმო და ამოცანა წარმატებით შეასრულეს. აი, “სანდერლენდს” კი საქმეები ცუდად აქვს, ბოლო ადგილზეა და პერსპექტივაც არ უჩანს.

მოიგო ფელიქს მაგათის “ფულემმა” და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. ხოლო “ნიუკასლმა” ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო.

კრისტალ პალასი – ასტონ ვილა 1:0 (0:0)

 ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 25 564

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, დელანი, დანი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი (შამახი 19), ლედლი, პანჩონი, ბოლასიე (პარი 83), ჯერომი (მიურეი 75)

მწვრთნელი: ტონი პულისი

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი (ოლბრაიტონი 82), ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, ელ აჰმადი (ვაიმანი 82), დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი, ჰოლტი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლი: 1:0 პანჩონი (76)

გაფრთხილება: ბეიკერი (62), ბერტრანი (70)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 4(6)-3(2), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-3

 

ფულემი – ნორვიჩი 1:0 (1:0)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 028

ფულემი: სტოკდეილი, ჰეიტინგა, ამორებიეტა, ჰანგელანდი, რითერი, დიარა (კვისტი 84), სიდუელი, რიჩარდსონი, ჰოლტბი (პარკერი 68), კასამი (დეჟაგა 58), როდალეგა

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

ნორვიჩი: რადი, უიტაკერი, ოლსონი, ტერნერი, მარტინი, ფერი (ჰულაჰანი 68), სნოდგრასი, ჰაუსონი (მერფი 79), ჯონსონი, რედმონდი, ვან ვოლფსვინკელი (ჰუპერი 60)

მწვრთნელი: ნილ ადამსი

გოლი: 1:0 როდალეგა (40)

გაფრთხილება: კასამი (45+1); ფერი (32), უიტაკერი (39), სნოდგრასი (90+1)

მსაჯი: მაიკ დინი

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 4(9)-5(9), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 8-8, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-2

 

საუთჰემპტონი – კარდიფ სიტი 0:1 (0:0)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 30 526

საუთჰემპტონი: გასანიგა, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ, დევისი, ლალანა, კორკი (გული 78), შნაიდერლინი, რამირესი (გალახერი 66), ჩემბერსი (კლაინი 67), ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კარდიფ სიტი: მარშალი, თეოფილე კეტრინი, ხუან კალა, ფაბიო (მაკნოგტონი 78), კოლკერი, უითინგემი, მედელი (ზაჰა 61), მატჩი, ბო-კიუნგ კიმი, დელი (ბელამი 87), კემპბელი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

გოლი: 0:1 ხუან კალა (65)

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 8(9)-4(2), ჯარიმა: 9-7,  კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-7

 

სტოკი – ნიუკასლი 1:0 (1:0)

სტოკი. “ბრიტანია” 27 400

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, აირლენდი (ადამი 66), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, ოდემვინგიე (უოლტერსი 87), არნაუტოვიჩი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, ტეილორი (იანგა-მბივა 61), უილიამსონი, დამეტი, ტიოტე, გოსლინგი (ბენ არფა 73), ანიტა, შოლა ამეობი, გუფრანი, სისე (არმსტრონგი 74)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლი: 1:0 პეტერსი (42)

გაფრთხილება: პეტერსი (87); კოლოჩინი (75)

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 3(3)-2(2), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-2

 

სანდერლენდი – ევერტონი 0:1 (0:0)

სანდერლენდი. “ლაითი.” 38 445

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი, კატერმოლი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი (ლარსონი 88), უიქემი, ბორინი

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, ბერი, ოსმანი (ბარკლი 58), კოულმენი, მაკარტი, ნეისმიტი, ლუკაკუ, დელოფე (მაკგიდი 78)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: 0:1 ბრაუნი (75 საკუთარ კარში)

გაფრთხილება: ჯონსონი (19), ბერდსლი (54), ლარსონი (88); კოულმენი (53), დისტინი (90+1)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 5(5)-4(8), ჯარიმა: 17-15, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-6

 

ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი 3:3 (3:1)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 25 398

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი (დოუსონი 78), რიდი, რიჯუელი, მაკოლი, ამალფიტანო, სესენონი (იაკობი 58), მულუმბუ, ბრანტი, დორანსი, ვიდრა

მწვრთნელი: პეპე მელი

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, როუზი (თაუნსენდი 85), ნოგტონი, კირიკეში, ლენონი, პაულინიო, შადლი (სიგურდსონი 78), ერიკსენი, ადებაიორი, კეინი

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 ვიდრა (1), 2:0 ბრანტი (4), 3:0 სესენონი (31), 3:1 ოლსონი (34 საკუთარ კარში), 3:2 კეინი (70), 3:3 ერიკსენი (90+4)

მე-16 წუთზე ადებაიორმა ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: დორანსი (62), რიდი (64), რიჯუელი (83), ფოსტერი (90+5); როუზი (55), ერიკსენი (90)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 2(1)-5(7), ჯარიმა: 10-7, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-4, სეივი: 5-2

 

მეგოლეები:

29 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

18 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერ იუნაიტედი”)

0.120544