რაგბი

16:45 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრები, ყაზანში მიმდინარე უნივერსიადის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ლეჟავას შეგირდებმა განვლილ ორ მატჩში ქულის აღებაც კი ვერ მოახერხეს. პირველ შეხვედრაში ბელგიელებთან 0:26 განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთთან 0:38 განადგურდა. ბრიტანელმა სტუდენტებმა თითო ტაიმში სამ-სამი ლელო გაიტანეს, შესვენებამდე ყველა გარდასახვა გამოიყენეს, მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი და ჯგუფიდან გასვლის იმედი გადაგვიწურეს.

B ჯგუფის დანარჩენ ორ მატჩში ბრიტანელებმა მალაიზია 59:5 გაანადგურეს, ხოლო ბელგიელებმა ამავე მეტოქეს 38:0 აჯობეს და პირველ-მეორე ადგილის დაკავებით, პლეი ოფში თამაში ნაადრევად დაიბევეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ქართველები მალაიზიელთა წინააღმდეგ ხვალ, 11:50 საათზე ითამაშებენ. ქართველ სტუდენტებს ყაზანში ჯერჯერობით არცერთი მედალი არ მოუგიათ.

0.114898