იტალიის სერია A-ს მე-17 ტური დღეს გაგრძელდა. “რომამ” ლიდერ “იუვენტუსთან” ქულათა სხვაობა ერთამდე დაიყვანა, როგორც იქნა გამარჯვების გემო გაიხსენა ემილიურმა “პარმამ”, “მილანმა” კი საკუთარ გულშემატკივრებს იმედი ისევ გაუცრუა.
სერია A-ს მე-17 ტური, ცენტრალური და უდაოდ გამორჩეული შეხვედრით დასრულდა. ტურინში “დიდი იტალიური დერბი” გაიმართა. სწორედ ასეა ცნობილი “იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირება. შეხვედრა, როგორც ამ გუნდებს ეკადრებათ ისეთი სანახავი გამოდგა და იტალიური ფეხბურთის გურმანებს დიდი სიამოვნებაც მიანიჭა.
მატჩი ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს და დაწინაურება მე-5 წუთზე მოახერხეს. თავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა კარლოს ტევესმა გამოიჩინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გატანილი გოლი ჩილელი არტურო ვიდალის შესანისნავი თამაშის დამსახურება გახლდათ. ამის შემდეგ “იუვეს” უპირატესობა არ დაუთმია და პირველ ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო მეორე გოლის გატანა. ყველაზე კარგი შანსი ხელიდან პოლ პოგბამ გაუშვა, რომელმაც ანდრეა რანოკია და ჟუან ჟესუსი მოედნის მოკლე მონაკვეთში მოატყუა და მეკარე სამირ ჰანდანოვჩან პირისპირ დარჩა, თუმცა ბურთი მეკარეს გაარტყა და გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა ქარს გაატანა. სლოვენიელმა მეკარემ პირველ ტაიმში ვიდალსაც აუღო რთული ბურთი. საბოლოოდ პირველი ნახევარი “ბებერმა ქალბატონმა” მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ნახევარში “იუვემ” ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა და დაისაჯა კიდეც. 64-ე წუთზე ფრედი გუარინმა კარგად შენიშნა მაურო იკრადი, რომელმაც თავის მხრივ, ლეონარდო ბონუჩის აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს მართებდა. ტურინელთაგან ანდრეა პირლოს საჯარიმო ჰანდანოვიჩმა გაჭირვებით მოიგერია, ხოლო პოლ პოგბას თავური მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. “ინტერს” გაცილებით რეალური მომენტები შეექმნა – მაურო იკარდიმ ჯერ დაუცველ კარში ვერ მოახვედრა ბურთი, ხოლო 2 წუთის შემდეგ მისი უძლიერესი დარტყმა ჯიჯი ბუფონმა ლამაზ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. საბოლოოდ “დიდი იტალური დერბი” ფრედ - 1:1 დასრულდა. “იუვენტუსმა” დაკარგული ორი ქულით, მდევარ “რომას” სათოფეზე მოახლოვების საშუალება მისცა. “ინტერი” კი მიუხედავად მოპოვებული ქულისა, მაინც ცხრილის შუაშია გაჩხერილი.
დღის პირველ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი “რომა” “უდინეზეს” ესტუმრა. შეხვედრამ დედაქალაქელთა უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი გოლი კი სტუმართა მცველმა დავიდე ასტორიმ გაიტანა, რომელიც მითქმა-მოთქმის საკითხი გახდა. იტალიელი ჟურნალისტები უკვე ალაპარაკდნენ სერია ა-შიც ტექნელოგიური ბურთების გამოყენების თაობაზე. მატჩის მიწურულს მასპინძლები შეხვედრის არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნას სთხოვდნენ, როცა საჯარიმოში ჰოლანდიელმა ურბი ემანუელსონმა იუხეშა, თუმცა მარკო გუიდამ ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა და საბოლოოდ “რომამ” 1:0 გაიმარჯვა და როგორც შემდგომ გაირკვა ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმადე დაიყვანა.
კვლავ არასტაბილურია “მილანი”. “როსონერიმ” ამჯერად საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” წააგო. მილანელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა მადრიდის “ატლეტიკოდან” შეძენილ ალესიო ჩერჩის, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერ უშველა. არადა, მატჩის დასაწყისი ფილიპო ინძაგის შეგირდებს ცუდს არაფერს უქადდა. მე-9 წუთზე საჯარიმოში სტუმართა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერიეს, რითაც ანდრეა პოლიმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. “სასუოლომ” გათანაბრება 28-ე წუთზე მოახერხა. დომენიკო ბერარდის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა ნიკოლა სანსონემ შეძლო. მეორე ტაიმში “მილანის” გააქტიურებას ელოდნენ, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლი ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა გაიტანა. 68-ე წუთზე იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ ბერარდის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ერთი შეხებით დაარტყა და ძალზე ლამაზი გოლით თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. “მილანი” ამ მარცხის შემდეგ ისევ მე-7 ადგილზეა, თუმცა მას ქულებით “პალერმო” გაუთანაბრდა.
ჯუზეპე იაკინის “პალერმო” კი თავის მხრივ საოცარ ფორმაშია. სიცილიელებმა ამჯერად სარდინიული “კალიარი” გაანადგურეს. იაკინის შეგირდები მატჩის დასაწყისშივე ორბურთიანი სხვაობით მორგანელასა და მუნიოსის გოლებით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კი 20 წლის არგენტინელი ფორვარდის პაულო დიბალას ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩემპიონატში უკვე 9 გატანილი გოლი დაუგროვდა. შეხვედრას წერტილი 85-ე წუთზე პაულო ბარეტომ შორეული დარტყმით დაუსვა. “კალიარის” კი ვეღარც ახალი მთავარი მწვრთნელი ჯანფრანკო ძოლა შველის, რომლის დებიუტი სარდინიელთა თავკაცის რანგში კოშმარული გამოდგა.
როგორც იქნა ნანატრი სამი ქულა მოიპოვა “პარმამ”. ემილიურმა კლუბმა ფლორენციის “ფიორენტინას” მატჩის დასაწყისში გატანილი ერთადერთი გოლით აჯობა. შეხვედრის განმავლობაში “იები” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. 33-ე წუთზე კი მარიო გომესმა საერთოდ თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ შეძლო. “პარმამ” გამარჯვების მოპოვება გასული წლის 1 ნოემბრის შემდეგ მოახერხა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია. ვინჩენცო მონტელას გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა გენუაში, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” ბერგამოს “ატალანტა” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის მოუხდა ბრძოლა. ანგარიში ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გახსნეს. თავი ძაპაკოსტამ გამოიჩინა, რომელიც მეკარე პერინთან დანიელე ბაზელის ფანტასტიური გადაცემის შემდეგ ერთი-ერთზე დარჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბაზელიმ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და ჩინებული მოქმედება ამჯერად მაქსი მორალესმა დაუფასა, რომელმაც თავისიანები ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა. მიუხედავად ამისა, ჯამპიერო გასპერინის გუნდი არ გატყდა და დარჩენილ დროში გათანაბრება შეძლო. თავი ჯერ იაგო ფალკემ გამოიჩინა, რომელმაც ალესანდრო მატრის წაქცევისათვის დანიშნული უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მოიყვანა სისრულეში, ხოლო მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, თავი მატრიმ თავად გამოიჩინა. “ჯენოამ” ბოლო სამ შეხვედრაში პირველი ქულა მოიპოვა, თუმცა ევროზონის ირგვლივ ისევ ტრიალებს. “ატალანტა” კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა.
ადვილი სამი ქულა მოიხვეჭა რაფა ბენიტესის “ნაპოლიმ”, რომელმაც მესამე ადგილი დაიბრუნა. “აძურამ” სტუმრად აუტსაიდერი “ჩეზენა” 4:1 გაანადგურა. ანგარიში ესპანელმა ხოსე კალეხონმა 29-ე წუთზე გახსნა, რომელმაც ნიკოლა ლეალის მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. პირველ ტაიმში ბენიტესის გუნდმა ანგარიში გააორმაგა. მარეკ ჰამშიკის კარგი გადაცემის შემდეგ გონსალო იგუაინმა ჩემპიონატში თავის მე-8 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში “ნაპოლიმ” კიდევ ორჯერ იხეირა. ჯერ დანიელე კაპელიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, შემდეგ კი იგუაინმა დუბლი შეასრულა. ერთადერთი რაც მასპინძლებმა შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ, რომელიც ფრანკო ბრიენცამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანა. “ნაპოლიმ” ამ გამარჯვებით 30 ქულაა დააგროვა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რომის “ლაციოს” წამოეწია. “ჩეზენა” კი ბოლო საფეხურზე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ დომენიკო დი კარლოს გუნდის მოუგებელ შეხვედრათა სერიამ უკვე 16 მატჩი შეადგინა.
ნულოვანი ფრით დასრულდა მატჩი “ემპოლისა” და “ვერონას” შორის. შეხვედრაში უპირატესობას ლევან მჭედლიძის თანაგუნდელები ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. ქართველმა თავდამხმელმა მოედანზე მატჩის ბოლო 10 წუთი გაატარა და გოლის გატანის საკმაოდ კარგი შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს დუელი ვერცერთხელ მოუგო. მაურიციო სარის გუნდის წარმატებული სერია ისევ გრძელდება, ხოლო ანდრეა მანდორლინის გუნდი კვლავინდებურად არასახარბიელო თამაშს აჩვენებს.
გოლები მე-17 ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში არ გასულა. ვერონაში, ადგილობრივმა “კიევომ” და “ტორინომ” ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს.
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის 10 შეხვედრაში 24 გოლი გავიდა. სამ-სამი მატჩი სტუმარ-მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ოთხი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
“უდინეზე” – “რომა” 0:1 (0:1)
უდინე, “ფრიული”
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; პირისი, დანილო, დომიცი; ვიდმერი, ალანი, გილერმე (ფერნანდესი 81), კონე, გაბრიელ სილვა (პაკუალე 69); დი ნატალე (ტერო 68), გეიხო
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი (ტოროსიდისი 66), მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; სტროტმანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი (ფლორენცი 67), ლიაიჩი (ემანუელსონი 84)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლი: 0:1 ასტორი (17)
გაფრთხილება: დი ნატალე (21) – მაიკონი (45), პიანიჩი (52), ასტორი (72), ტოროსიდისი (89), ემანუელსონი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) - 13 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:4 გაფრთხილება: 1:5
მსაჯი: მარკო გუიდა
“მილანი” – “სასუოლო” 1:2 (1:1)
მილანი, “სან სირო”
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი (აბატე 75), ძაპატა, ალექსი, დე შილიო; ესიენი (ჩერჩი 65), პოლი, მონტოლივო; ბონავენურა, მენეზი, ელ შაარავი (პაცინი 71)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ბიონდინი; სანსონე (ფლორო ფლორესი 86), ძაძა (ფლოკარი 88), ბერარდი (ბრიგი 77)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 პოლი (9), 1:1 სანსონე (28), 1:2 ძაძა (68)
გაფრთხილება: ალექსი (35), პოლი (90) – კანავარო (61), გაცოლა (74), ბიონდინი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) - 7 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:1 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: მარკო დი ბელო
“კიევო” – “ტორინო” 0:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა (ლაზარევიჩი 71), იცკო, ჰეტემაი, სკელოტო (კოფიე 81); პალოსკი (მაქსი ლოპესი 75), მეჯორინი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, გასტონ სილვა; დარმიანი, ფარნერუდი, გაცი, ვივესი (ბენასი 87), მოლინარო (პერესი 78); მარტინესი, კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გაფრთხილება: მეჯორინი (26), ჰეტემაი (45) – ვივესი (40), ფარნერუდი (59), გაცი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) - 8 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:0 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: როსარიო აბიზო
“ემპოლი” – “ვერონა” 0:0 (0:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; ვერდი (ბარბა 67); ტავანო (პუჩიარელი 61), მაკარონე (მჭედლიძე 79)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მორასი (სორენსენი 31), მარკესი, აგოსტინი; გრეკო, ტაკჩიდისი, სალა (კამპანარო 53); ჰალფრედსონი, ტონი, ლაზაროსი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გაფრთხილება: ტონელი (49, 65) – სალა (24), ტონი (41), კამპანარო (59), ჰალფრედსონი (68, 77)
გაძევება: ტონელი (65) – ჰალფრედსონი (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) - 9 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 11:1 გაფრთხილება: 2:5 გაძევება: 1:1
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ჯენოა” – “ატალანტა” 2:2 (0:1)
გენუა, “მარასი”
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, ბურდისო, რონკალია (ფეტფატძიდისი 57); ედენისლონი, რინკონი, ბერტოლაჩი (ტინო კოსტა 72), ანტონელი; იაგო ფალკე, მატრი, ლესტიენი (კუჩკა 86)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, ბენალუანე, დრამე; დ’ალესანდრო (სპინაცოლა 56), კარმონა, ბაზელი (მილიაჩო 80), ძაპაკოსტა; მორალესი, დენისი (ბიანკი 79)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 0:1 ძაპაკოსტა (37), 0:2 მორალესი (49), 1:2 იაგო ფალკე (51, პენ), 2:2 მატრი (69)
გაფრთხილება: ბურდისო (10), რონკალია (13), მატრი (85), ტინო კოსტა (90) – ბაზელი (9), დრამე (19), ბენალუანე (50), დ’ალესანდრო (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) - 7 (6) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:2 გაფრთხილება: 4:4
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“პალერმო” – “კალიარი” 5:0 (3:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი (ვიტიელო 83), გონსალესი, ფედალი; მორგანელა, რიგონი, მარესკა (ბოლცონი 67), ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა (ბელოტი 74)
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“კალიარი” (4-3-3): კოლომბი; აველარი, როსეტინი, ჩეპიტელი, პიზანო; კესეტიჯი (დესენა 46), კონტი, ეკდალი (დონსა 83); კოსუ (გალვაო 46), ლონგო, ფარიასი
მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა
გოლები: 1:0 მორგანელა (6), 2:0 მუნიოსი (10), 3:0 დიბალა (33, პენ) 4:0 დიბალა (72), 5:0 ბარეტო (85)
გაფრთხილება: მარესკა (22), ვასკესი (41), მუნიოსი (61) – კონტი (18, 26), კოლომბი (32), კრესეტიჯი (38), ფარიასი (56)
გაძევება: კონტი (26)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) - 8 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:1 გაფრთხილება: 3:5 გაძევება: 0:1
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“პარმა” – “ფიორენტინა” 1:0 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
“პარმა” (3-5-2): მირანტე; პალეტა, ლუკარელი, კოსტა; კასანი (რისპოლი 67), მაური, ლოდი, გობი, დე ჩელიე; პალადინო (ბიდაუი 76), კასანო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; როდრიგესი, სავიჩი, ბასანტა; ხოაკინი (პასკუალი 82), პიზარო, მატი ფერნანდესი, კურტიჩი (აკვილანი 59), ალონსო (ელ ჰამდაუი 66); კუადრადო, გომესი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლი: 1:0 კოსტა (11)
გაფრთხილება: დე ჩელიე (33), გობი (35), ლუკარელი (66), ბიდაუი (79), კასანო (87), მირანტე (89) – როდრიგესი (29, 79), სავიჩი (35, 86)
გაძევება: როდრიგესი (79), სავიჩი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) - 16 (7) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:2 გაფრთხილება: 6:4 გაძევება: 0:2
მსაჯი: ანტონიო დამატო
“ჩეზენა” – “ნაპოლი” 1:4 (0:2)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; ლუკინი (როდრიგესი 46), მანგუსონი, კაპელი; მაძოტა, ჯორჯი, ზე ედუარდო, კაშონე (კარბონერო 70), ვალძანია (ვოლტა 79); ბრიენცა, ალმეიდა
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ენრიკე, ალბიოლი, ბრიტოსი; ლოპესი, გარგანო (ჟორჟინიო 67); კალეხონი (რადოსევიჩი 84), ჰამშიკი, დე გუზმანი (მერტენსი 63); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 კალეხონი (29), 0:2 იგუაინი (41), 0:3 კაპელი (საკ. კარში), 0:4 იგუაინი (72), 1:4 ბრიენცა (75)
გაფრთხილება: კაპელი (61), ზე ედუარდო (84) – გარგანო (38), ენრიკე (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) - 15 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:6 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: დავიდე მასა
“იუვენტუსი” – “ინტერი” 1:1 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა; ვიდალი (პერეირა 77); ტევესი, ლორენტე (მორატა 63)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ინტერი” (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დ’ამბროზიო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი (პოდოლსკი 54); კოვაჩიჩი, ერნანესი (ოსვალდო 85); იკარდი (მ’ვილა 89)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ტევესი (5), 1:1 იკარდი (64)
გაფრთხილება: მორატა (71), ბონუჩი (82) – იკარდი (66), რანოკია (67), დ’ამბროზიო (74), ჟუან ჟესუსი (80), მედელი (84)
გაძევება: კოვაჩიჩი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) - 13 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 11:3 გაფრთხილება: 2:5
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) -11 გოლი, პაულო დიბალა (“პალერმო) – 9, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 9, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 9, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი” ) – 9, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8.