ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ - Kicker-მა ბუნდესლიგის მე-11 ტურის სიმბოლური გამოაქვეყნა, რომელშიც მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდნენ “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი და “ბაიერნის” ფორვარდი ტომას მიულერი.
მე-11 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: კარიუსი (“მაინცი”);
მცველები: შულცი (“ჰანოვერი”), პროდლი (“ვერდერი”), სტრობლი (“ჰოფენჰაიმი”), გიუნტერი (“ფრაიბურგი”);
ნახევარმცველები: გუილავოგი, დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), ვერნერი (“აუგსბურგი”), ოლკოვსკი (“კიოლნი”);
თავდამსხმელები: მეჰმედი (“ფრაიბურგი”), მიულერი (“ბაიერნი”).