ლონდონის “არსენალი” ფრანგული “ლორიანისა” და პორტუგალიის ნაკრების მარცხენა მცველით რაფაელ გერეროთი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი გამოცემა Metro.
ლონდონელები ახალგაზრდა მოთამაშეს ყურადღებით აკვირდებიან და ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.
რაფაელი მიმდინარე სეზონს ჩინებულად ატარებს და საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. “არსენალის” გარდა, მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
21 წლის მცველს “ლორიანთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. გერერომ პორტუგალიის ნაკრებში 2 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.