მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერმა რაფა ნადალმა აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მალიორკელს ყატარის დოჰას Qatar ExxonMobil Open-ის პირველ წრეში 34 წლის შტუტგარტელმა მიხაელ ბერერმა 6:1, 3:6, 4:6 მოუგო. ნადალი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, ასე რომ, რაფა სარეიტინგო ქულებს დაკარგავს.
მატჩი საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ბერერის ანგარიშზე 6 ეისი და 2 ბრეიკია. რეიტინგში 127-ე საფეხურზე მყოფი შტუტგარტელის შემდეგი მეტოქე ხორვატი ივან დოდიგია.