ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოთამაშე “ელჩეს” სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, კლუბი ფეხბურთელებს ხელფასს უკვე 3 თვეა ვერ უხდის. ეს კი გუნდიდან მოთამაშეების მასიურად წასვლის საფრთხეს ქმნის.
წესების თანახმად, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს 3 თვის განმავლობაში არ უხდის, მოთამაშეს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ენიჭება. აქედან გამომდინარე, თუ იანვრის ბოლომდე სიტუაცია არ გამოსწორდა, არაა გამორიცხული, “ელჩე” არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
ესპანური პრესის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა პრობლემის მოგვარებას კრედიტის აღებით ცდილობს და იმედს გამოთქვამს, რომ ფეხბურთელები მოთმინებას გამოიჩენენ.