ფეხბურთი

18:22 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” და აბატე ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

იტალიურმა “მილანმა” და გუნდის მარჯვენა მცველმა, ინაციო აბატემ ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ამ ინფორმაციას Corriere delo Sport-ი ავრცელებს.

29 წლის მარჯვენაფლანგელს “მილანთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ “როსონერიმ” მას ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, ფეხბურთელი კლუბს უფასოდ დატოვებს.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მხარეებმა სამწლიანი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმეს და მისი გაფორმება უახლოეს დღეეებში იგეგმება.

ინაციო აბატე “მილანის” სკოლის აღზრდილია. თუმცა, 2009 წლამდე, ის მუდმივარ განათხოვრებული იყო. აბატეს, “როსონერის” მაისურით 186-ჯერ უთამაშია და 1 გოლი გაუტანია. აქედან 10 თამაში მიმდინარე სეზონზე მოდის.

0.120825