როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, ლონდონის “არსენალი” ახლოსაა “სენტ ეტიენის” გამოცდილი მცველის ლოიკ პერინის შეძენასთან. აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეღაა მოსაგვარებელი.
ლოიკ პერინი 12 წლის ასაკიდან “სენტ ეტიენის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, ხოლო 2003 წლიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი კარიერის მქონე ფეხბურთელები იშვიათია. 29 წლის ფრანგს ამ დრომდე მხოლოდ “სენტ ეტიენში” აქვს ნათამაშები. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პერინის კარიერაში პირველი ტრანსფერი განხორციელდება.
ლონდონის “არსენალში” ამჟამად 7 ფრანგი ფეხბურთელი ირიცხება, მთავარი მწვრთნელი კი მათი თანამემამულე არსენ ვენგერია.
2014 წლის ნოემბერში დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში გამოიძახა ლოიკ პერინი, თუმცა მცველის სანაკრებო დებიუტი არ შედგა.