ჩოგბურთი

18:12 | 6.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

სერენა ბუშართან დამარცხდა

ავსტრალიის ქალაქ პერტში ჰოფმანის თასის გათამაშება მიმდინარეობს. კანადისა და აშშ-ის ნაკრებთა შეხვედრისას ეჟენი ბუშარმა რეიტინგსიის ამერიკელ ლიდერ სერენა უილიამსს 6:2, 6:1 მოუგო. მოგვიანებით კორტზე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მონაწილენი, კანადელი ვაშეკ პოსპიშილი და ამერიკელი ჯონ იზნერი გავლენ.

ამავე A ჯგუფში ჩეხეთისა და იტალიის ნაკრებები გამოდიან. გუშინ ამერიკელებმა იტალიას სძლიეს. ჰოფმანის თასის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია და გამარჯვებულის ვინაობას 10 იანვარს შევიტყობთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063648
სარეკლამო ადგილი - 99
X x X