“ვესტ ჰემ იუნაიტედის” არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, “ქუინს პარკ რეინჯერსში” ითამაშებს.
ქპრ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის შემტევის არენდასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მაურო სარატე “ვესტ ჰემში” გასულ ზაფხულში გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით ჩარტარებულ 8 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.