ფეხბურთი

11:40 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქავთარაძემ ბათუმის “დინამოს” მიაშურა

რუსთავის “მეტალურგის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 6 თვეს პლუს ერთი წელი სისტემით გააფორმა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ქავთარაძემ “მეტალურგში” 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ის რუსთავულ კლუბში 2010 წლიდან გამოდიოდა, ხოლო მანამდე თბილისის “დინამოში” ირიცხებოდა.

0.113154