ფეხბურთი

20:24 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი გვარდიოლას მადლიერია

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგმა შემტევმა ფრანკ რიბერიმ გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას მადლობელია. რიბერის თქმით, გვარდიოლას ხელში ფეხბურთელი უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდა.

“გვარდიოლასთან, როგორც ფეხბურთელი გავიზარდე. ახლა რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაზე შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. გასულ სეზონთან შედარებით წელს უფრო დამაჯერებლად ვასპარეზობთ, შეგვიძლია განსხვავებული სქემებით ვითამაშოთ და უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ”, - განაცხადა რიბერიმ.

მიმდინარე სეზონში რიბერიმ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.1202