ინგლისურ “ლივერპულს” ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნახევარმცველი ადამ ლალანა მინდორზე დაახლოებით 1 თვე ვერ გავა.
ლალანამ ბარძაყის ტრავმა “ლესტერთან” მატჩში მიიღო. ამგვარად, ადამი იძულებით დააკლდება “ჩელსისთან”, “ასტონ ვილასთან”, “სანდერლენდთან” და “ვესტ ჰემთან” შეხვედრებს.