ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 3-5 თებერვალს ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვა. დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე ბეგი დარჩიას შეგირდთაგან ბოლოს კვარცხლბეკზე ქემალ ხარაბაძე (55 კგ) ავიდა. იგი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სოფიაში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა. ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) ჩემპიონები გახდნენ. მანუჩარ ცხადაიას (74 კგ) ხარაბაძის დარად, გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა, ხოლო ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







