ფეხბურთი

23:02 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

6 დეკემბერს წილისყრაა...

პლეი ოფის შედეგად მომავალი წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა, 32 მონაწილე გამოვლინდა. 6 დეკემბერს კენჭისყრა ჩატარდება და მუნდიალის მონაწილე ნაკრებები 8 ჯგუფში გადანაწილდებიან.

დღეს კი ფიფამ კენჭისყრისთვის მონაწილენი 4 კალათაში გაანაწილა. ნაკრებები რეიტინგითა და ტერიტორიული პრინციპით არიან დახარისხებულნი.

პირველი კალათა

ბრაზილია, ესპანეთი, გერმანია, არგენტინა, კოლუმბია, ბელგია, ურუგვაი, შვეიცარია

მეორე კალათა

ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბოსნია, ხორვატია, რუსეთი

მესამე კალათა

საფრანგეთი, ჩილე, ეკვადორი, კოტ’დუვუარი, განა, ალჟირი, ნიგერია, კამერუნი

მეოთხე კალათა

იაპონია, ირანი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, აშშ, მექსიკა, კოსტა რიკა, ჰონდურასი

0.097544