საქართველოს მთავრობამ 2015-2018 წლების ჭადრაკის განვითარების (2015-2018 წ.) სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზნები და ამოცანებიც შემდეგში მდგომარეობს.
საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;
საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა. მათ შორის: 2015 წ. მსოფლიო გრან პრის გათამაშება, 2016 წ. მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშება, 2017 წ. მსოფლიო თასის გათამაშება, 2018 წ. ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი;
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატებისა, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;
ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;
საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;
რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
„ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.