ფეხბურთი

18:58 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: “ოქროს ბურთს” ნოიერი იმსახურებს”

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო მიიჩნევს, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მანუელ ნოიერი იმსახურებს.

“მანუელ ნოიერმა “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატს ვუყურე და ის გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი იყო. მან ფანტასტიკურად ითამაშა. ნოიერი არა მხოლოდ როგორც მეკარე, არამედ როგორც ბოლო მცველიც მოქმედებდა. ის მონაწილეობას ბურთის კონტროლშიც იღებდა და მცველებსაც ეხმარებოდა.” – განაცხადა შევჩენკომ FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113523