კალათბურთი

17:19 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ვარჯიში განაახლა

კალათბურთში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა თბილისის “დინამომ” საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ ვარჯიში გაანახლა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

“5 იანვრიდან გუნდი იმავე შემადგენლობით ვარჯიშობს, რომლითაც 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დაასრულა. ჯერჯერობით გუნდში ცვლილებები არ იგეგმება” - განაცხადა ხოშტარიამ.

0.117546