ფეხბურთი

14:55 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბადშტუბერი ვარჯიშს შეუდგა

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის გერმანელმა მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა ვარჯიში განაახლა და ფიტნესის მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.


ბადშტუბერს საზარდულის მყესი “შტუტგარტის” წინააღმდეგ ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში 13 სექტემბერს გაუწყდა. გერმანელმა ოპერაცია გაიკეთა, ვარჯიში კი ახლახანს დაიწყო.

25 წლის მცველმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში “ბაერნის” მაისურით მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.111883