გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბრაუნშვაიგი” აკაკი გოგიას შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გერმანული ინტერნეტპორტალი liga-zwei.de იუწყება.
22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, მიმდინარე სეზონში “ჰალეშერის” შემადგენლობაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალაა.
მას კლუბთან კონტრაქტი მაისში უმთავრდება და თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ჰალეშერი” არ გაყიდის, მაშინ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. გოგიას სატრანსფერო ფასი 500000 ევროა და ლიგა-ზწეი.დე მიიჩნევს, რომ მისი წინსვლისთვის “ბრაუნშვაიგი” კარგი ვარიანტია. მითუმეტეს, ამ გუნდს ტორსტენ ლიბერკნეხტი ავარჯიშებს, რომლის ხელშიც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაოსტატებულა.
“ბრაუნშვაიგი” 33 ქულით 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში მე-4 ადგილზეა.