ფეხბურთი

14:16 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკი” გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და “ლევერკუზენის” საკუთრებაში მყოფი მცველი ფილიპ ვოლშეიდი დიდი ალბათობით კარიერას საიჯარო ხელშეკრულებით პრემიერლიგის გუნდ “სტოკ სიტიში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

“სტოკი” გერმანელებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს. მარკ ჰიუზის განცხადებით, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

25 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ბაიერიდან” “მაინცში” ერთწლიანი განათხოვრების წესით ასპარეზობს. გერმანელი მაინცელებთან იჯარას გაწყვეტს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე პრემიერლიგაში ითამაშებს.

2014/15 წლების სეზონის პირველ ნახევარში ვოლშეიდმა “მაინცის” მაისურით ბუნდესლიგაში მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.

0.123013