ჩოგბურთი

14:13 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი “ოკლენდის” ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველმა ანა ტატიშვილმა “ოკლენდის” ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში, ლუქსემბურგელი ჩოგურთელი მენდი მინელა (180) სამ სეტში 4:6, 6:0, 6:0 დაამარცხა. პირველი სეტის წაგების შემდეგ, ტატიშვილმა მეტოქეს არც ერთი გეიმი აღარ მოაგებინა. მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. ანამ 2 ეისი ჩააწოდა, მაგრამ 4 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ანა “ოკლენდის” ტურნირის ძირითად ბადეში, მსოფლიო რეიტინგის 75-ე ნომერს, გერმანელ ჯულია გერგესს შეხვდება. ტატიშვილი და გერმანელი ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ჯულიას კარიერაში 2 WTA-ის ტურნირი აქვს მოგებული. 26 წლის გერმანელის, რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს მე-15 ადგილი იყო.

0.116721