ფეხბურთი

13:42 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტებმა მზადება დაიწყეს

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრები სპორტკომპლექს “არენა 1”-ში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 17 ფეხბურთელს უხმო და მათგან ლიტვაში გასამგზავრებლად 14 საუკეთესოს შეარჩევს.
მეკარეები: თორნიკე ბუკია (“თბილისი”), დავით კეფაშვილი (“თელასი”), ნიკა ფხაკაძე (“თსუ”).
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა “თბილისი”), გოგა ალთუნიშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა “ნეფთჩი”, ბაქო), კახაბერ მაისაია, ირაკლი თოდუა და დავით ბობოხიძე (სამივე “ეკოლი”, ბაქო), რონი (“სპორტინგი”, პარიზი), შოთა თოფურია (“თელასი”).
საქართველოს ნაკრები ლიტვაში 13 იანვარს გაემგზავრება, სადაც ევრო-2016-ზე მოსახვედრად იბრძოლებს. “ჯვაროსნების” მეტოქეები მასპინძელი ლიტვის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი კი ასეთია:

საქართველო – ესტონეთი - 14 იანვარი, 19:30 საათი

საქართველო – შვეიცარია - 15 იანვარი, 19:30

საქართველო – ლიტვა – 17 იანვარი, 21:30

0.124248