ფეხბურთი

13:10 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი და ზარანდია თურქეთში ემზადებიან

თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია “გენკის” შემადგენლობაში ბელგიის საფეხბურთო 1 ლიგის (უმაღლესი ლიგა) განახლებისთვის თურქეთის ქალაქ სიდეში ემზადებიან.

ქართველი ლეგიონერები ანთალიაში სამშობლოდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდნენ და აეროპორტში კლუბის ტექნიკური დირექტორი გიუნტერ ჯეიკობი დახვდათ. მათ 4 იანვარს საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს.

ცოტა ხნის წინ, ბელგიური პრესა იუწყებოდა, რომ ოქრიაშვილით გერმანული ბრემენის “ვერდერია” დაინტერესებული. თუმცა, ფეხბურთელის მენეჯერმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისი კლიენტის ტრანსფერი გამორიცხულია.

0.149064