ფეხბურთი

12:55 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ნეტოთი დაინტერესდა

ბრაზილიის ნაკრებისა და “ფიორენტინას” 25 წლის მეკარით, ნეტოთი ინგლისური “ლივერპული” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

მერსესაიდულ კლუბს მეკარის მხრივ სერიოზული პრობლემა აქვს. მიმდინარე სეზონში ძალიან მოუკლო სიმონ მინოლემ და დიდი დამაჯერებლობით ვერც მისი შემცვლელი ბრედ ჯონსი გამოირჩევა, რამაც “წითლების” ხელმძღვანელობა მეკარის დამატებაზე დააფიქრა. აღნიშნული გამოცემის ცნობით, “ლივერპული” ნეტოში 3 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდია, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ნეტომ განაცხადა, რომ “ფიორენტინასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და კლუბს დატოვებს. ბრაზილიელ კიპერს “იებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ნეტომ მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში 16 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.

თეგებინეტო
0.114452