დათა სიჭინავა კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. 25 წლის ნახევარმცველმა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ფოთის “კოლხეთში” გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
გასული წლის მოწურულს მას ფოთელებთან კონტრაქტი ამოეწურა და მეორე წრეში “სიონში” იასპარეზებს. აქამდე, სიჭინავას “კოლხეთის” გარდა “გაგრაში”, ბათუმის “დინამოში” და ბრესტის “დინამოში” უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია