კალათბურთი

11:47 | 5.01.2015 | ნანახია 2033 - ჯერ

ზაზას ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ნიუ იორკ ნიქსს” 95:82 მოუგო.“მილუოკმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 31 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 16 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან ოთხივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მილუოკის” ცენტრმა 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში, “მილუოკმა” მეტოქეს 8 ქულით მეტი ჩაუგო. ზაზა "მილუოკელთა" შორის საუკეთესოდ დაასახელეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ “ნიუ იორკს” მუხლის ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი აკლდა.

ჯეისონ კიდის შეგირდებს 18 მოგება და 17 წაგება დაუგროვდათ, “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მატჩის საუკეთესო მომენტები, სადაც ზაზას ორი პასიც შევიდა

https://www.youtube.com/watch?v=CLDesD3-y0w


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:13 | 06.01.2015
zubaria (69)

stripslashes((strlen('http://livetv.sx/showvideo/226105_milwaukee_new_york/')>0?'http://livetv.sx/showvideo/226105_milwaukee_new_york/':'http://livetv.sx/showvideo/226105_milwaukee_new_york/')) სრული ჩანაწერია.

23:12 | 05.01.2015
Kala94 (6114)

ბრავო ზაზაზაზა !!!!!!!!

17:35 | 05.01.2015
iakudza (509)

წარმატებები ზაზა მაგარი ხარ ეგრე გაგრძელე კაპიტანო!!!!

17:21 | 05.01.2015
პანტელეიმონი (4347)

შეუცვლელი ხარ ზაზა.

16:01 | 05.01.2015
mebo-coted'ivoire (954)

ყოჩაღ ზაზა, წუხელ ვუყურე თამაშს ,მეორე ტაიმზე ჩამეძინა მაგარია ზაზა, ევროპაზე სერიოზული შედეგი იქნება! მილოუკი სახში იყო

14:33 | 05.01.2015
რაჭა (10043)

თავისი გუნდი იპოვნა, თან ეტყობა ფორმაშია წარმატებები ზაზას

15:00 | 05.01.2015
BEERTRANCE (97819)

კონკურენტის ტრავმაც წაეხმარა, მანამდე ვერ მიხვდა კიდი რომ > დრო უნდა მიცეს ზაზას.

13:42 | 05.01.2015
amigo23 (14112)

ბრწყინვალე იყო კაპიტანი

13:03 | 05.01.2015
BEERTRANCE (97819)

უჰ რა ფორმაშია ზაზა, ღმერთმა ტრავმა აცილოს და ევროპაზეც ეგრე იფრენს ზაზა (და იმედია ბარეორებს დაიფრენს კიდეც).

12:39 | 05.01.2015
chelidze (5010)

ჩემი კუჭი ვთოხლე საკრამენტოს ჩავახტით მთელი დეტროიტი თავის გასახდელიანად
ჯენინგმა რა სტარტი აიღო MY FELLA

21:21 | 05.01.2015
Z U R A (18341)

რა ფორმაშია ბრენდონა ნახე??) 5 მოგება ზედიზედ

13:42 | 05.01.2015
amigo23 (14112)

ჯენინგსი შეუჩერებელი იყო

12:38 | 05.01.2015
vaxo22 (759)

ევრობასკეტი სექტემბერში დაიწყება

12:25 | 05.01.2015
Lucky Luciano (3296)

სხვა ქართველებიც გვყავდეს ნბაში რა იქნება .....

12:25 | 05.01.2015
Lucky Luciano (3296)

ეს მართლა რა მოიხოდა... ევრობასკეტი თუ რაცაა როდის იწყება ?

12:11 | 05.01.2015
vaxo22 (759)

ასე გააგრზელე ზაზა ყოჩაღ იმედია სექტემბრისთვის ნაკრების ყველა წევრი ასეთ მაგარ ფორმაში იქნება

12:03 | 05.01.2015
Dato Madrid (1088)

საუკეთესო ფორმაშია ზაზა,წარმატებები კაპიტანს.

12:00 | 05.01.2015
super (8) (1364)

საღოლ ზაზა,,,

11:53 | 05.01.2015
Irakli Aspanidze (492)

bravo zaza. Ra magar formashiA

0.06467
4125