“მანჩესტერ იუნაიტედის” ფლანგის მცველები რაფაელი და ლუკ შოუ “იოვილთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდნენ.
ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩის შესვენებისას, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იძულებული გახდა ორივე მოთამაშე შეეცვალა - რაფაელმა ყვრიმალის ძვალი გაიტეხა, ხოლო შოუმ ტერფი დაიზიანა.
BBC-ის ცნობით, ფეხბურთელების დაბრუნების ზუსტი ვადები მოგვიანებით, სრულფასოვანი გამოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ რაფაელისა და შოუს კონკურენტები ასევე დაშავებულები არიან: ეშლი იანგს მუხლქვეშა მყესები აქვს დაიზიანებული, ხოლო ლუის ანტონიო ვალენსიას საზარდული აწუხებს.







